მერკელი სამთო–სათხილამურო კურორტების დახურვის საკითხზე ევროკავშირთან შეთანხმების ინიციატივით გამოდის

ავტორი: თიკო ტეფნაძე

გერმანია სამთო–სათხილამურო კურორტების დახურვის საკითხზე ევროკავშირთან შეთანხმების ინიციატივით გამოდის. გერმანიაში ფიქრობენ, რომ ზამთრის კურორტები იანვრის ბოლომდე არ უნდა გაიხსნას, რადგან ვირუსის გავრცელებას შეუწყობს ხელს.

“მე ღიად ვამბობ, რომ ეს რთული იქნება, თუმცა ჩვენ ვცდით” – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა გერმანიის სხვადასხვა რეგიონის მმართველებთან საუბრისას განაცხადა.

აღნიშნული ინიციატივა მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც გერმანიამ ქვყენაში დაწესებული შეზღუდვების 20 დეკემბრამდე გახანგრძლივების გადაწყვეტილება მიიღო.

ცნობისთვის, თავდაპირველად ვირუსის კერები ევროპის სამთო–სათხილამურო კურორტებზე გაჩნდა, რამაც მოგვიანებით დაავადების მთელ კონტინენტზე გავრცელება გამოიწვია.

იტალიის პრემიერმინისტრმა ჯუსეპე კონტემ მხარი დაუჭირა ზამთრის კურორტების გახნის გადავადებას, თუმცა მისივე თქმით, გადაწყვეტილება ევროკავშირის ქვეყნებმა ერთობლივად უნდა მიიღონ.

“თუ სამთო–სათხილამურო კურორტები მხოლოდ იტალიაში დაიხურება, საფრანგეთი და ავსტრია კი იმავეს არ გააკეთებს, იტალიელი ტურისტები ამ ქვეყნებში წალვენ ზამთრის კურორტებზე და შეიძლება უკან დაინფიცირებულები დაბრუნდნენ” – განაცხადა კონტემ La7 TV –ის ეთერში.

აღსანიშნავია, რომ საფრანგეთის პრეზედენტის, ემანუელ მაკრონის გადაწყვეტილებით საფრანგეთში ზამთრის კურორტები ახალ წლამდე არ გაიხსება.

განსხვავებული პოზიცია აქვს ავსტრიას. ავსტრიის ფინანსთა მინისტრი ამბობს, რომ სამთო–სათხილამურო სეზონის გაჩერება “ძვირი დაჯდება” და ამ ფასის გადახდა ევროკავშირის ქვეყნებს მოუწევთ.

შვეიცარიაში, რომელიც არ არის ევროკავშირის წევრი, ზამთრის კურორტები მუშაობს და სრიალის მოყვარულებს მეზობელი ქვეყნებიდან შეუძლიათ შვეიცარიის ალპებს ესტუმრნონ.

 

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი