მელანია ტრამპი –  ვგმობ ძალადობას, რომელიც კაპიტოლუმში მოხდა, ძალადობა არასდროს არის მისაღები

ავტორი: ნანა წულაია

აშშ-ის პირველი ლედი მელანია ტრამპი 6 იანვარს კაპიტოლიუმში განვითარებული მოვლენების გამო იმედგაცრუებულია და ძალადობას გმობს. ამის შესახებ ნათქვამია მელანია ტრამპის მიერ თეთრი სახლის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

„მე აბსოლუტურად ვგმობ ძალადობას, რომელიც კაპიტოლუმში მოხდა. ძალადობა არასდროს არის მისაღები. როგორც ამერიკელი, მე ვამაყობ რომ მაქვს შესაძლებლობა ჩემი შეხედულებები თავისუფლად გამოვხატო, დევნის გარეშე. ეს არის მთავარი იდეალი, რომელსაც ამერიკა ეფუძნება.

არასდროს განსაჯოთ ადამიანები კანის ფერისა ან იმის მიხედვით, თუ რომელი პოლიტიკური იდეოლოგიის მიმდევარია ის. ეს არ უნდა იქცეს აგრესიის და სისასტიკის საფუძვლად. ჩვენ უნდა მოვუსმინოთ ერთმანეთს და იმ თემებზე მაღლა დავდგეთ, რაც გვყოფს“, – წერს მელანია ტრამპი.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი