მეგონა, რომ ჯანდაცვის სისტემა ამდენ შემთხვევას ვერ გაუძლებდა – ამირან გამყრელიძე

“მეგონა, რომ ჯანდაცვის სისტემა ამდენ შემთხვევას ვერ გაუძლებდა”, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ამირან გამყრელიძემ განაცხადა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, ჯანდაცვის სისტემაში გარკვეული ხარვეზები არსებობს და ეს გასაკრიტიკებელია, თუმცა ექიმები სიტუაციას მაინც გმირულად უმკლავდებიან.

“კი ხარვეზები არის, გაგვაკრიტიკეთ. ყველაფერში ხარვეზი არის, მაგრამ სისტემა უძლებს ამას. ჩვენი გმირი ექიმები უძლებენ. მათ ნამდვილად ეკუთვნით მადლობა. საქართველოს სამედიცინო საზოგადოება არის ერთ-ერთი გამორჩეული საზოგადოება და მათ აქვთ ყველაზე რთულ პერიოდში, ყველაზე მნიშვნელოვანი როლი შესრულებული თავისი ქვეყნის ცხოვრებაში. იქნებოდა ეს 9 აპრილი, აფხაზეთის ომი, სამაჩაბლოს კონფლიქტი, აგვისტოს ომი … დღეს თითოეული ქართველი ექიმი იმსახურებს მხოლოდ მადლობას, თითოეული სამედიცინო მუშაკი. დღეს 8000 -ზე მეტი სამედიცინო პერსონალია ინფიცირებული, აქედან, რა თქმა უნდა, უმრავლესობა თავის სამუშაო ადგილებს დაუბრუნდა, გამოჯანმრთელდნენ, მაგრამ იცით, რომ დაიღუპნენ კიდეც. ქედს ვიხრი მათ წინაშე. რთულია ეს ყველაფერი. ხაზს ვუსვამ, რომ სისტემა უკეთაა მზად, მაგრამ იდეალურად არ ვართ, შედარებითია ყველაფერი. მწყობრ ჯანდაცვის სისტემებსაც გაუჭირდა, საფრანგეთის ჯანდაცვის სისტემასაც გაუჭირდა, იცით ეს”, – განაცხადა გამყრელიძემ.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი