„მაქსიმუმ, ზეგ გვექნება პასუხი, არის თუ არა ჩვენთან ქვეყანაში ახალი შტამი”- პაატა იმნაძე

„გენეტიკური თანმიმდევრობის დადგენა მიმდინარეობს  და მაქსიმუმ, ზეგ გვექნება პასუხი, არის თუ არა ჩვენთან ქვეყანაში ახალი შტამი”,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ “პალიტრანიუსის” გადაცემა “360 გრადუსში” განაცხადა.

მისი თქმით, მოსახლეობას ახალი წლის დღეებში პასუხისმგებლობის გამოჩენა მართებს. მათ აუცილებლად უნდ ატარონ ნიღბები, დაიცვან დისტანცია და მოერიდონ თავყრილობებს.

„დაავადების გავრცელების დინამიკა, ჩვენ პროგნოზებით, საკმაოდ დამაიმედებელი შეიძლება გვქონდეს, თუ ახალი წლის ღამემ ჩვენი იმედები არ გააწბილა. დღეს რასაც ვუყურებ და რა ინფორმაციაც მაქვს, მოლებში დაცულია დისტანციაც, პირბადის ტარებაც, ასე რომ, ძალიან დიდ გართულებებს არ უნდა ველოდოთ მოლებიდან და სხვადასხვა სავაჭრო წერტილებიდან, მაგრამ ახალი წლის ღამე ძალიან მაშინებს, როგორ გავივლით ამ პერიოდს. ყველა პროგნოზი ისეთია, რომ ჩვენ უნდა ვაკონტროლოთ კარგად სიტუაცია უკვე იანვრის მეორე ნახევარში და არცერთი ჩარევა სახელმწიფოს არ დასჭირდება და რაღაც შეზღუდვების დაწესება, თუ თითოეული ჩვენგანი მაქსიმალურად ყველგან, სადაც ეს საჭიროა, იქნება პირბადით, დაიცავს დისტანციას, მოერიდება თავყრილობებს”- განაცხადა იმნაძემ.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი