“მარტში ინფიცირებული ივლისში ისევ გახდა ავად და ყველაზე რთული ის იყო, რომ მეორე ინფექცია უფრო რთულად წაუვიდა, ვიდრე პირველი”,– ბიძინა კულუმბეგოვი

ავტორი: სალომე ბაჯაძე

​საბედნიეროდ მასიურად რეინფიცირების შემთხვევები არ ფიქსირდება. თუმცა მსოფლიო ლიტერატურაში აღწერილია რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ახალგაზრდა ადამიანი მარტში ინფიცირებული ივლისში ისევ გახდა ავად და ყველაზე რთული ის იყო, რომ მეორე ინფექცია უფრო რთულად წაუვიდა, ვიდრე პირველი,” – ამის შესახებ იმუნოლოგ-ალერგოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა „იმედის დღეში“ განაცხადა.

მან ასევე ისაუბრა კალიფორნიის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულ კვლევაზე ვაქცინაციიასთან დაკავშირებით.

„კალიფორნიის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული კვლევით არა მარტო ანტისხეულები, უჯრედული იმუნიტეტის სიმყარეც კი ნახეს, როდესაც პაციენტების დიდი ნაწილი მინიმუმ 6-8 თვე იქნება დაცული. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მთელი ცხოვრება ვიქნებით დაცული, ამის გარანტია იქნება განმეორებითი ვაქცინაციის ჩატარება“, – აღნიშნა  კულუმბეგოვმა.

შეგახსენებთ, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 111 818 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 92 215-ს შეადგენს. გარდაიცვალა 1 051 მოქალაქე.

 

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი