მარია ზახაროვა – ნატო უკრაინასა და საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ წრთვნის

ავტორი: კატო მალანია

მოსკოვი შეშფოთებულია შავი ზღვის რეგიონში ნატო-ს სამხედრო აქტიურობით, – რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა.

“ბულგარეთსა და რუმინეთში ინფრასტრუქტურის მოდერნიზება ხორციელდება და მათ ტერიტორიებზე თავდასხმითი იარაღის განთავსება ხდება. სამხედრო წვრთნების სცენარი კი რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმასაც მოიცავს,” – განაცხადა ზახაროვამ.

მისი თქმით, ეს ყველაფერი მოსკოვს შეშფოთების საფუძველს აძლევს.

“ეს სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. ჩვენ იძულებულნი ვართ გავითვალისწინოთ ალიანსის მზარდი სამხედრო საქმიანობა. შავი ზღვის რეგიონს სანაპირო ქვეყნების ძალების საშუალებით მშვიდობის შენარჩუნების საკუთარი გამოცდილება აქვს. ახალი აქტორის გამოჩენა, რომელიც საუკეთესო განზრახვით არ არის მოსული, არყევს რეგიონალურ სტაბილურობას,“ – აღნიშნა ზახაროვამ.

რუსული მედიის ინფორმაციით, საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ხაზი გაუსვა, რომ ნატო უკრაინასა და საქართველოს თავის საქმიანობისკენ ექაჩება და ერთობლივი წვრთნებისა და მანევრების დროს რუსეთის წინააღმდეგ წვრთნის.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი