მამუკა ხაზარაძე: იდეალურია, რომ რიგგარეშე არჩევნები 2021 წელს ჩატარდეს, მაგრამ 2022-შიც შეიძლება

ავტორი: ქეთი ბაჭველაშვილი

“იდეალურია, რომ რიგგარეშე არჩევნები 2021 წელს ჩატარდეს, მაგრამ 2022-შიც შეიძლება” – ამის შესახებ “ლელოს” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ტელეკომპანია “მთავარის” ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, სხვა ოპოზიციურმა პარტიებმაც და ხელისუფლებამაც უნდა გაიაზრონ, რომ გამოსავალი არის  საარჩევნო კოდექსი.

“იდეალურია, რომ 2021-ში მოხდეს ეს ყველაფერი, რისიც მე არ მჯერა, გულწრფელი უნდა ვიყო, მაგრამ მე მგონია, 2022-ში შესაძლებელია სრული პროპორციული არჩევნები ჩატარდეს. ეს იქნება გამოსავალი. 2024-ის არჩევნები, ჩვენი მოდელით. ეს არის ჩემი პირადი აზრი. ეს ყველაფერი სხვა ოპოზიციურმა პარტიებმაც და ხელისუფლებამაც უნდა გაიზიაროს, რომ გამოსავალი ამ სიტუაციიდან არის საარჩევნო კოდექსი და მთელი ეს გარემო შეიცვალოს, რაზედაც მინდა ვთქვა, რომ შეთანხმებასთან თითქმის ახლოს ვართ” – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი