მამუკა მდინარაძე: ოპოზიცია ფარულად ახდენს მხარდამჭერების მობილიზებას ხმის მისაცემად

ავტორი: ქეთი ბაჭველაშვილი

“ოპოზიციის მიერ არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების მიუხედავად, ისინი მართალია ფარულად, მაგრამ მაინც ახდენენ მათი მხარდამჭერების მობილიზებას ხმის მისაცემად” – ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განცხადება.

მისი თქმით, ოპოზიციის მხარდამჭერები თითქმის ყველა უბანზე არიან მობილიზებულნი.

“ანალოგიური სიტუაცია იყო 2016 წელსაც. აცხადებდნენ, რომ არ იღებდნენ მონაწილეობას საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში, თუმცა მათ მაშინაც, საჯაროდ გახმოვანებული განცხადებებისგან განსხვავებით, მოახდინეს მხარდამჭერების მობილიზება.

შესაბამისად, მოვუწოდებთ ჩვენს ამომრჩეველს, მივიდნენ საარჩევნო უბნებზე და დააფიქსირონ მხარდაჭერა ,,ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების მიმართ.

აქვე, შეგვიძლია მთელი პასუხისმგებლობით განვაცხადოთ, რომ პანდემიასთან დაკავშირებული რისკები საარჩევნო უბნებზე მინიმუმამდეა დაყვანილი” – განაცხადა მდინარაძემ.

მან უკვე მისულ ამომრჩეველს, რომელმაც მეორე ტურში მიიღო მონაწილეობა მადლობა გადაუხადა.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი