მამუკა მდინარაძე – ოპოზიცია ნუ შეუშინდება სიმართლეს და მონაწილეობა მიიღოს ჯანსაღ სატელევიზო დებატებში

ავტორი: სალომე ბაჯაძე

„კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ოპოზიციას გამოიჩინონ მეტი გამბედაობა , ნუ შეუშინდებიან სიმართლეს და მონაწილეობა მიიღონ ჯანსაღ სატელევიზო დებატებში. კიდევ ერთხელ შევახსენებ მათ ,რომ დებატებზე უარის თქმა აღიქმება სრულ კაპიტულაციად და იმის აღიარებად, რომ საუბარი არჩევნებში გამოვლენილი სისტემური ხარვეზების შესახებ ცარიელი სიტყვები, სიყალბე და სპეკულაციაა“,–  ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია კვლავ  თავს იკავებს სატელევიზიო დებატებში მონაწილეობისგან და იგონებს სხვადასხვა მიზეზს,რადგან საზოგადოებამ არ გაიგოს არჩევნებთან დაკავშირებული სიმართლე. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები  თავს არიდებენ  უბნების გადათვლას და უბნებზე დაყენებული ვიდეოკამერების ჩანაწერების გაცნობას.

„ოპოზიციას ბოლო დღეების განმავლობაში, უკვე არაერთგზის შევთავაზეთ სატელევიზიო დებატებში მონაწილეობა, რათა საზოგადოებას მიეღო სრული ინფორმაცია საარჩევნო პროცესის შესახებ. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ტელეკომპანია ,,რუსთავი 2“ დღესაც მზადაა ამგვარ დებატებს უმასპინძლოს”,– აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

უმრავლესობის ლიდერის თქმით , ოპოზიცის არ აწყობს და ეშინია დებატებში მონაწილეობის მიღება, რადგან დებატების დროს გამომჟღავნდება მათი ტყუილი, რომელსაც ბოლო დღეების განმავლობაში საზოგადოება ისმენს. მან ასევე გაამახვილა ყურადღება სატელევიზიო ფორმატზე და შეაფასა, როგორც  შოუ საიდანაც საზოგადოება ვერ გაიგებს კონკრეტულ დეტალებს.

„თუ მაინც მოუწიათ დებატებში მონაწილეობის მიღება ისინი გვთავაზობენ ფორმატს , რომელ ფორმატშიც რაციონალური საუბარი ვერ შედგება. იქნება მხოლოდ და მხოლოდ შოუ და ამ შოუს მიმდინარეობისას საზოგადოებამ კვლავ ვერ  უნდა გაიგოს კონკრეტულ დეტალებთან დაკავშირებული სიმართლე“,– განაცხადა მდინარაძემ.

 

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი