მამუკა მდინარაძე – ბიძინა ივანიშვილი ხვალინდელ ყრილობას არ დაესწრება

ავტორი: ნანა წულაია

ხვალიდნელ ყრილობაზე განსაკუთრებული სურპრიზი არ იქნება, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილი ხვალინდელ ყრილობას არ დაესწრება, რადგან მან პარტიის დატოვების შესახებ განცხადება საჯაროდ უკვე გააკეთა.

მამუკა მდინარაძემ „ქართული ოცნების“ მომავალი წევრები არ დაასახელა.

„მეც დავიცავ შეთანხმებებს და პრინციპს, რომ წინასწარ არ ვსაუბრობთ. ხვალ გაიგებთ ამის შესახებ ყველანი. განსაკუთრებული სიურპრიზები არ იქნება. წინასწარ გარკვეული ინფორმაციები ხმოვანდება ხოლმე. დასახელებული გვარებიდან შეიძლება ზოგი მართალი იყოს და ზოგი არა. ხვალ ამის შესახებ პირდაპირ ეთერში გაიგებთ“, – განაცხადა მდინარაძემ.

ხვალ „ქართული ოცნება“ ყრილობას გამართავს, სადაც პარტიის თავმჯდომარესა და პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობას აირჩევენ. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძის კანდიდატურა განიხილება.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი