საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მიიჩნევს, რომ ქვეყნის ეპიდემიოლოგიური ვითარება საკარანტინო რეჟიმის გაუქმების შესაძლებლობას არ იძლევა. ამის შესახებ მაკრონმა გამოცემა Le Journal du Dimanche-სთან ინტერვიუში განაცხადა.
”ამჟამად, ვირუსის გავრცელების დონე იგივეა, რაც კომენდანტის საათის დაწესების დროს (ოქტომბერში) იყო. საკარანტინო რეჟიმის გაუქმების შესახებ საუბარი ჯერ ადრეა”, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.