მაიკ პომპეომ და ილია მეორემ მსოფლიოში რელიგიის თავისუფლების მხარდაჭერის კუთხით საქართველოს როლი განიხილეს 

ავტორი: ქეთი ბაჭველაშვილი

აშშ–ს სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს შეხვდა.

საქართველოში აშშ–ს საელჩოს ინფორმაციით, სახელმწიფო მდივანსა და საქართველოს ეკლესიის მეთაურს შორის საუბრის მთავარი თემა რელიგიის თავისუფლება იყო.

“სახელმწიფო მდივანი პომპეო სიამოვნებით შეხვდა მის უწმინდესობას, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქ ილია II-ს. შეხვედრისას სახელმწიფო მდივანმა და მისმა უწმინდესობამ განიხილეს საქართველოს მნიშვნელოვანი როლი მსოფლიოში რელიგიის თავისუფლების მხარდაჭერის კუთხით.” – ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი