მაია ცქიტიშვილი: ფასდაკლებები უნდა გამოცხადდეს ან დილის საათებში ან ონლაინ გაყიდვების დროს

ავტორი: თიკო ნოდია

“ფასდაკლებები უნდა გამოცხადდეს ან დილის საათებში ან ონლაინ გაყიდვების დროს”,- ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა, მაია ცქიტიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ასევე მან აღნიშნა, რომ სავაჭრო ცენტრები დილის 7 საათიდან საღამოს 7 საათამდე იმუშავებენ.

„ეპიდემიოლოგებთან კონსულტაციების შემდეგ, მივიღეთ დამატებითი რეგულაციების დაწესების გადაწყვეტილება, რომელიც მეტად დაიცავს მომხმარებლებს სავაჭრო ცენტრში ვიზიტის დროს. კერძოდ, მაღაზიების სამუშაო საათები დილის 7:00 საათიდან საღამოს 7 საათამდე განისაზღვრება, მომხმარებლების დაშვება ნაკადების მკაცრი დაცვით უნდა მოხდეს, მაღაზიის ყოველ 20 კვ. მ-ზე დაიშვება არაუმეტეს 1 მომხმარებლისა, შიდა და გარე სივრცეში უნდა მოხდეს რიგების მკაცრი მართვა, ფასდაკლებები უნდა გამოცხადდეს ან დილის საათებში ან ონლაინ გაყიდვების დროს, ტანსაცმლის მაღაზიებში გასახდელები არ იმუშავებენ, მაღაზიებმა უნდა დაუშვან პროდუქციის დაბრუნება ან გადაცვლა 1 თვის განმავლობაში და ეს 1 თვის შემდეგ უნდა მოხდეს, სავაჭრო ობიექტებში იკრძალება კვების ობიექტები ფუნქციონირება, მათ შორის გატანის სერვისით, დაცული უნდა იყოს პირბადის ტარების წესი“,-განაცხადა ცქიტიშვილმა.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი