მაია ცქიტიშვილი კორონავირუსის გაზრდილ სტატისტიკას უპასუხისმგებლო პოლიტიკურ აქციებს უკავშირებს

ავტორი: თიკო ნოდია

„როდესაც ვხედავთ ასეთ აქციებს, ასეთ აქტივობებს ქუჩებში, განსაკუთრებით იქ, სადაც  არავითარი წესების დაცვა არ ხდება და პირიქით, მოწოდებაც კი ხდება წესების დაცვა არ მოხდეს, რა თქმა უნდა, არ შეიძლება ეს ყველაფერი არ აისახოს რიცხვებში“ – ეს კომენტარი ვიცეპრემიერმა, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა კორონავირუსის სტატისტიკის ზრდის მიზეზთან დაკავშირებით გააკეთა.

მისი თქმით, COVID-19–ის გავრცელების ის დინამიკა, რომელიც გვაქვს, უპასუხისმგებლო პოლიტიკურ აქციებს უკავშირდება.

„ჩვენ უნდა გვესმოდეს, რა გახდა ამ შემთხვევების მიზეზი. ყველამ ძალიან კარგად ვნახეთ, რომ ის აქტივობა, რომელიც იყო საარჩევნო პროცესში, ისევე, როგორც საარჩევნო პროცესის შემდგომი აქტივობა და მე აქ არ ვგულისხმობ არჩევნების დღეს, ვგულისხმობ იმ სამწუხაროდ უპასუხისმგებლო პოლიტიკურ კამპანიებს, აქციებს, რომლებიც არა მარტო არ მოუწოდებდნენ თავის ამომრჩეველს, რომ პირბადე გამოეყენებინათ, არამედ პირიქით, ერთგვარი დაუმორჩილებლობის, პროტესტის სახით იყვნენ პირბადის გამოყენებისკენ. რა თქმა უნდა, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ მობილობის შემცირებაზე და როდესაც ჩვენ ვხედავთ ასეთ აქციებს, აქტივობებს ქუჩებში, განსაკუთრებით იქ, სადაც ვხედავ, რომ მათ შორის, არავითარი წესების დაცვა არ ხდება და პირიქით, მოწოდებაც კი ხდება, რომ წესების დაცვა არ მოხდეს, რა თქმა უნდა, არ შეიძლება ეს ყველაფერი არ აისახოს რიცხვებში. სწორედ ამ აქციებს უკავშირდება ის დინამიკა, რომელიც ჩვენ დღეს გვაქვს.
პოლიტიკური პროცესი არის თითოეული ჩვენგანის კონსტიტუციური უფლება. შესაბამისად, ჩვენ ვერანაირად ვერ შევაჩერებდით კონსტიტუციურად დადგენილ პროცესს, საარჩევნო პროცესსაც, პოლიტიკურ პროცესსაც. აქედან გამომდინარე, შეზღუდვების დაწესება ან შეზღუდვებზე მსჯელობა ვერ მოხდებოდა იმ პერიოდში, როდესაც ელემენტარულად, ასეთი ტიპის აქციები გვქონდა ქუჩაში.
აქედან გამომდინარე, ერთი მხრივ, მთავრობა არ აგვიანებს ამაზე მსჯელობას და მეორე მხრივ, ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული ბიზნესთან კომუნიკაციის გზით, რასაც ასევე სჭირდება გარკვეული პერიოდი“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე მაია ცქიტიშვილმა ასევე ისაუბრა დამატებითი შეზღუდვების შესახებ, რომელიც მობილობის შემცირებისკენ იქნება მიმართული .

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი