მადრიდში კორონავირუსის ახალი შტამით დაინფიცირების 4 შემთხვევა დადასტურდა

ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში კორონავირუსის ახალი შტამით დაინფიცირების 4 შემთხვევა დადასტურდა, – ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ტელეკომპანიის ცნობით, ინფიცირებულ შემთხვევებს კავშირი აქვთ დიდ ბრიტანეთთან. ერთ-ერთი ინფიცირებული ესპანეთში დიდი ბრიტანეთიდან ჩავიდა. მოგვიანებით ინფიცირებულის ოჯახის წევრებს სიმპტომები აღმოაჩნდათ.

ინფიცირებულების მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი