„მადლობას ვუხდით საქართველოს გულმხურვალე მასპინძლობისა და მეგობრობისთვის, რაც სახელმწიფო მდივნის ვიზიტის დროს ნათლად გამოვლინდა“ – კელი დეგნანი

ავტორი: ნანა წულაია

„სახელმწიფო მდივნის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის არსებული ახლო, სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ ერთი დასტურია“ –  საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა მაიკ პომპეოს ვიზიტი შეაჯამა.

ელჩმა საქართევლოს მთავრობას მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ამ ვიზიტით ორ ქვეყანას შორის მეგობრობა კიდევ ერთხელ დადასტურდა.

„სახელმწიფო მდივნისა და ქალბატონი პომპეოს ვიზიტი კიდევ ერთი დასტურია ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის არსებული ახლო, სტრატეგიული პარტნიორობისა. ჩვენ მზად ვართ, დავეხმაროთ ჩვენს მეგობარს, რამდენადაც გრძელდება საქართველოს ძალისხმევა, გაღრმავდეს მისი ევროატლანტიკური კავშირები, ხელი შეუწყოს ეკონომიკას და შეიტანოს წვლილი უსაფრთხოების განმტკიცებასა და სტაბილურობაში რეგიონსა და მის გარეთ. გულწრფელ მადლობას ვუხდით საქართველოს გულმხურვალე მასპინძლობისა და მეგობრობისთვის, რაც ასე ნათლად გამოვლინდა სახელმწიფო მდივნის ვიზიტის დროს“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი