საფრანგეთის ქალაქ ლიონში გამართულ საპროტესტო აქციაზე, მოქალაქეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა. პოლიციამ აქტივისტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
მედიის ინფორმაციით, საპროტესტო აქცია ახალმა კანონპროექტმა გამოიწვია, რომელიც აქტივისტების თქმით, ქვეყანაში მედიის თავისუფლებას საფრთხეს შეუქმნის.
ახალი კანონპროექტი პოლიციელების უფლებამოსილებას აფართოებს და ბეჭდურ თუ სამაუწყებლო მედიაში სამართალდამცავების შესახებ მაიდენტიფიცირებელი გამოსახულების გამოქვეყნებას კრძალავს. კანონის დამრღვევ პირებს 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ და ჯარიმის სახით 45 000 ევროს გადახდა მოუწევთ.