თბილისის მერმა, კახი კალაძემ ლილოს ნაგავსაყრელის პრობლემის მოგვარება დააანონსა. მისი თქმით, ნაგავსაყრელი სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს დედაქალაქისთვის და მისი მოსახლეობისთვის.
საკრებულოში სიტყვით გამოსვლისას, კალაძემ განაცხადა, რომ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მხარდაჭერით, აღნიშნული პრობლემა მალე მოწესრიგდება.
“ჩვენ კარგი ურთიერთობა გვაქვს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან. ეს პროექტი მათი დაფინანსებით განხორციელდება. ასევე, გავიზიარებთ იმ გამოცდილებას, რომელიც განვითარებულ ქვეყნებს აქვთ დაგროვილი, ასეთ პროექტებთან მიმართებაში”. – განაცხადა კალაძემ