ლევან იოსელიანი – რაღაც კონსულტაცია მაქვს „გირჩის“ ერთ ნაწილთან

ავტორი: ნანა წულაია

„მივესალმები ჩვენისთანა პარტიებში კომუნიკაციის კიდევ უფრო გახშირებას” – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან იოსელიანმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.

ლევან იოსელიანმა აღნიშნა, რომ „გირჩის“ ერთ ნაწილთან კონსულტაცია აქვს.

„პირადად გეტყვით, რომ რაღაც კონსულტაცია მაქვს „გირჩის“ ერთ ნაწილთან და ვიცი მათი პოზიცია. კომუნიკაცია, რა თქმა უნდა, მაქვს. ყველანი ერთ პროცესში ვართ და ერთმანეთისგან გათიშული ვერ ვიქნებით. ვიცი მათი ხედვა, მათ ჩვენი ხედვა იციან. ჩვენ ვიცით, რომ რაღაცებში განსხვავებული პოზიცია გვაქვს. მაგალითად, თვითმმართველობის რეფორმის დონეზე, ისინი ნულოვანი ბარიერის მომხრე არიან, ჩვენ ვთვლით, რომ თბილისში ათი მაჟორიტარი ოლქი უნდა იყოს. საბოლოო ჯამში, ეს არ გვიშლის ხელს ერთობლივი საკითხისადმი, რაცა შეთანხმებით ამ პროცესის განმუხტვაა.

დღევანდელმა დღემაც ცხადყო, მამუკა ხაზარაძის განცხადებიდან, რომ ასევე „სტრატეგია აღმაშენებელი“ მომხრე არ არის, პროცესებმა ქუჩაში გადაინაცვლოს. მხოლოდ მივესალმები იმას, რომ ჩვენისთანა პარტიებში კომუნიკაცია კიდევ უფრო გახშირდეს. ეს ღრმა პოლარიზებას წერტილს დაუსვამს“, – განაცხადა იოსელიანმა.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი