ლევან თარხნიშვილი – პლებისციტის ნებისმიერი გაშარჟებული ვარიანტი აბსოლუტურად მიუღებელია

ავტორი: ნანა წულაია

„ევროპული საქართველო“ და სხვა ოპოზიციური პარტიები ვრჩებით იმ აზრზე, რომ კრიზისიდან გამოსავალი არის მხოლოდ ახალი არჩევნები” – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ლევან თარხნიშვილმა განაცხადა.

ლევან თარხნიშვილმა აღნიშნა, რომ პლებისციტის ნებისმიერი გაშარჟებული ვარიანტი  აბსოლუტურად მიუღებელია.

თარხნიშვილი აბსურდულს უწოდებს „გირჩისა“ და „მოქალაქეების“ ინიციატივას იმის თაობაზე, რომ თუ თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიცია გაიმარჯვებს, მაშინ დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები.

„ევროპული საქართველო“ და სხვა ოპოზიციური პარტიები ვრჩებით იმ აზრზე, რომ კრიზისიდან გამოსავალი არის მხოლოდ ახალი არჩევნები. მეოთხე რაუნდის დროს ჩვენ „ქართულ ოცნებას“ შევთავაზეთ კომპრომისული ვარიანტი, რომ არჩევნებამდე მივიდეთ პლებისციტის გზით. ანუ გაზაფხულზე მოსახლეობას ვკითხოთ, თანახმაა თუ არა, რომ შემოდგომაზე ჩატარდეს არჩევნები, რაზეც უარი მივიღეთ. პლებისციტის ნებისმიერი გაშარჟებული ვარიანტი, 48 პროცენტი თუ მიიღეს რომელიღაცა არჩევნებზე, თურმე ეს პლებისციტია, ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია. საერთოდ რატომ მოუვიდათ ეს აბსურდული იდეა და საერთოდ რატომ დაიწყო ამაზე საუბარი, სეპარატისტულად რატომ წამოაყენეს ეს“, – განაცხადა ლევან თარხნიშვილმა.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი