ლევან ბერძენიშვილი – ყველა, ვინც “ოცნებას” მხარი დაუჭირა, ჩვენი ნაციის სამარცხვინო და ავადმყოფი ნაწილია

” ყველა, ვინც “ოცნებას” მხარი დაუჭირა, ჩვენი ნაციის სამარცხვინო და ავადმყოფი ნაწილია”, – განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა ტელეკომპანია “მთავარის” ეთერში. ბერძენიშვილის თქმით, “ქართული ოცნების” მომხრეები “ბიძინა–19”–ით არიან დაავადებულები, მაგრამ ნელ–ნელა ყველა გონს მოვა.

“ვფიქრობ, მეათე მოწვევის პარლამენტი შედგება. 90 კაცი (“ქართული ოცნებიდან”) და მათი მხარდამჭერები ქართველი ხალხის სირცხვილია. ვისაც ივანიშვილისა და კობახიძის ჩანაფიქრი მოსწონს, ის ჯანსაღი არ არის. აქ არა ხელისუფლებაზე, არამედ მოქალაქეებზეა საუბარი. ისინი “ბიძინა–19”–ით არიან დაავადებულები.

ლევან ბერძენიშვილმა ოპოზიციის ერთიანობასაც გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ღირსების საკითხი უკვე გადაწყვეტილია.

“ოპოზიციამ რთულ საკითხზე შეძლო შეთანხმება. ბიძინა ივანიშვილი მათ მოსყიდვას და მილიონებით შეეცდება, მაგრამ უკვე ამ ოპოზიციის დანგრევა შეუძლებელია. ღირსების საკითხი ჩვენ უკვე გადავწყვიტეთ.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი