„ლევან ბერძენიშვილის განცხადება არც დემოკრატიაში, არც კაცობაში, არც ზრდილობაში ჯდება” – რამაზ საყვარელიძე

ავტორი: ნანა წულაია

„ბერძენიშვილის ქმედება არანაირ ჩარჩოში არ ჯდება” – ექსპერტი რამაზ საყვარელიძე „რესპუბლიკური პარტიის“ წევრის, ლევან ბერძენიშვილის განცხადებას ეხმიანება.

მისი თქმით,  არჩევნების შემდეგ კონკურენტები ერთმანეთს ხელს ართმევენ, რომ გაჩენილი აგრესია ჩაქრეს.

„კონკურენტები ერთმანეთს ხელს ართმევენ არჩევნების შემდეგ სწორედ იმიტომ, რომ ამოტივტივებული აგრესიულობა ჩაქრეს და ქვეყანამ გააგრძელოს ნორმალური არსებობა. არც დემოკრატიაში, არც კაცობაში, არც ზრდილობაში ჯდება. ეტყობა, მართლა ვერ არის კაცი კარგად“, – განაცხადა საყვარელიძემ.

შეგახსენებთ, რომ ლევან ბერძენიშვილმა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს სამარცხვინოები უწოდა.

„ვფიქრობ, მეათე მოწვევის პარლამენტი შედგება. 90 კაცი (“ქართული ოცნებიდან”) და მათი მხარდამჭერები ქართველი ხალხის სირცხვილია. ვისაც ივანიშვილისა და კობახიძის ჩანაფიქრი მოსწონს, ის ჯანსაღი არ არის. აქ არა ხელისუფლებაზე, არამედ მოქალაქეებზეა საუბარი. ისინი “ბიძინა–19”–ით არიან დაავადებულები,” – განაცხადა ბერძენიშვილმა ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი