„ლევან ბერძენიშვილის ბიოგრაფიას თუ გავითვალისწინებთ, ეს განცხადება მის პიროვნებას სრულად შეესაბამება” – ლევან ნიკოლეიშვილი

ავტორი: ნანა წულაია

„მილიონ 800 ათას ადამიანს ლევან ბერძენიშვილი უწოდებს ან ჯალათს ან ავადმყოფს და ეს არის ძალიან სამარცხვინო“ – ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილმა ლევან ბერძენიშვილის განცხადების კომენტირებისას თქვა.

ლევან ნიკოლეიშვილმა ტელეკომპანია „იმედთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ ლევან ბერძენიშვილის განცხადება  მის პიროვნებას შეესაბამება.

“ერთი შეხედვით, მის პიროვნებასთან ეს განცხადება შეუსაბამოა, მაგრამ უფრო შესაბამისი არის მისი ბიოგრაფიიდან გამომდინარე, თუ როგორ ხშირად იცვლიან ბერძენიშვილი და თავისი მეგობრები პოლიტიკურ გემოვნებას. როგორც წესი, ალბათ უფრო ფინანსური დაინტერესებიდან გამომდინარე.

2012 წელს ის ამბობდა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ 800 ათასმა ამომრჩეველმა მისცა ხმა და მაშინ ისინი იყვნენ ჯალათები, წელს, „ქართულ ოცნებას“ 900 ათასზე მეტმა ამომრჩეველმა მისცა ხმა და და ამათ უკვე ავადმყოფებს უწოდებს. ე.ი. ბერძენიშვილის აზრით გამოდის შემდეგი შეჯამება: მილიონ 800 ათას ადამიანს ის უწოდებს ან ჯალათს ან ავადმყოფს და ეს არის ძალიან სამარცხვინო“, – განაცხადა ლევან ნიკოლეიშვილმა.

„რესპუბლიკური პარტიის“ წევრმა, ლევან ბერძენიშვილმა განაცხადა, რომ ყველა, ვინც მხარი  „ქართულ ოცნებას“ დაუჭირა, ჩვენი ნაციის სამარცხვინო ნაწილია.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი