ლეგენდარული ფეხბურთელი დიეგო მარადონა გარდაიცვალა

ავტორი: თიკო ნოდია

ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი, დიეგო არმანდო მარადონა 60 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას არგენტინული მედია ავრცელებს.

დიეგო მარადონამ მონაწილეობა მიიღო მსოფლიო ჩემპიონატის ოთხ გათამაშებაში. 1986 წლის ჩემპიონატზე მისმა ნაკრებმა ჩემპიონობა მოიგო, რომლის ფინალში დასავლეთ გერმანიის ნაკრებს სძლიეს (3–2). თავად მარადონა ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

სამწვრთნელო საქმიანობაში სერიოზული გამოცდილების არქონის მიუხედავად, 2008 წლის ნოემბერში დაინიშნა არგენტინის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად. ეს თანამდებობდა 18 თვის განმავლობაში ეკავა და 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ დატოვა.

მარადონა 2 ნოემბერს ბუენოს აირესის კლინიკაში გადაიყვანეს და სასწრაფო ოპერაცია გაუკეთეს. 25 ნოემბერს კი 60 წლის ლეგენდა გულის შეტევით გარდაიცვალა.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი