კრიზისი გამოწვეულია ულაპარაკობით, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” მოაწყო – იაგო ხვიჩია

ავტორი: სალომე კახეთელიძე

„მათ ისე მიიყვანეს მეორე ტურამდე ვითარება, რომ პასუხი არ თქვეს მოლაპარაკების მაგიდის ფარგლებში. ჩვენ ისევ მოლაპარაკების მაგიდასთან ველოდებით მათ“, – ამის შესახებ საკუთარი მოსაზრება გირჩის ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ ვროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებული განცხადების შეფასებისას გამოთქვა.

ის ასევე აღნიშნავს, რომ ქართული ხელისუფლება დამალულია და არაფერს საუბრობს.– “ეს კრიზისი გამოწვეულია ულაპარაკობით, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ მოაწყო”.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ განცხადება გაავრცელა და მოუწოდა პარლამენტის წევრებს, გამოიყენონ საქართველოს მოქალაქეების მიერ მათთვის მინიჭებული მანდატები, რათა განიხილონ მოუგვარებელი პოლიტიკური საკითხები და შექმნან უკეთესი საფუძველი მომავალი არჩევნებისთვის

 

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი