„კრიზისის გადაჭრის გზა რიგგარეშე არჩევნებია“ – დავით ბაქრაძე

ავტორი: ნანა წულაია

„გაყალბებული არჩევნების ლეგიტიმაცია ვერ იქნება გამოსავალი” – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

დავით ბაქრაძემ აღნიშნა, რომ რაც დრო გადის, ელჩების მხრიდან უფრო და უფრო კრიტიკული შეფასებები ჩნდება.

„ანუ, როცა საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან პირველი შეფასება გაკეთდა, მაშინ ამ სიყალბის დიდი ნაწილი ზედაპირზე ამოსული არ იყო. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ საერთაშორისო დამკვირვებლები ვერ ამჩნევენ და ტექნიკურად გამორიცხულია, „კარუსელი“ დაიჭიროს უცხოელმა დამკვირვებელმა, რომელიც უბანზე 15 წუთით შედის. გამორიცხულია, უცხოელმა დამკვირვებელმა ტექნიკურად დაიჭიროს ხმის მიცემა, მოსყიდვა და დაშინება, რაც კენჭისყრის წინა დღეებში მიმდინარეობს, როცა ის 15 წუთით შედის უბანზე. დარღვევების დიდი ნაწილი ანგარიშებშია, თუმცა, დიდი ნაწილი რჩება მათი ობიექტური ყურადღების მიღმა. ერთ-ერთი მთავარი და ხილული დარღვევა იყო გადაკეთებული ოქმები, ზედაპირზე ამოვიდა და ოქმებმა გამოჩენა მას შემდეგ დაიწყო, რაც გაკეთდა პირველი შეფასებები საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან. ეს პროცესი გრძელდება, მეტი ინფორმაცია აქვთ მათაც და ყველასთან მჭიდრონ ვმუშაობთ.

პარტნიორებისგან ვაფასებთ იმას, რომ კრიზისის გადაწყვეტის ყველა გზას გვთავაზობენ, ამ გზების ნაწილი „ქართულმა ოცნებამ“ გადაკეტა. მაგალითად, გადათვლებისა და გასაჩივრების ნაწილი. გაყალბებული არჩევნების ლეგიტიმაცია ვერ იქნება გამოსავალი. პროცესი იქით მიდის, რომ საპარლამენტო დემოკრატიაში კრიზისის გადაჭრის გზა რიგგარეშე არჩევნებია“, – განაცხადა ბაქრაძემ.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი