Covid-19–ის მიერ შექმნილმა ვითარებამ სპეციალური აღჭურვილობის (პირბადე, სამედიცინო ხელთათმანები) მარაგი ამოწურა, რამაც ზემოთ აღნიშნულზე ფასის მატება გამოიწვია.
დიდი ბრიტანეთის ხარჯების ორგანიზაციის განცხადებით: ,,ამ წლის დასაწყისში ფასების ზრდა გადასახადის გადამხდელებს დაახლოებით 10 მილიარდი ფუნტი დაუჯდათ”.
გავრცელებული ინფორმაციით თითქმის 12.5 მილიარდი ფუნტი დაიხარჯა PPE(Personal protective equipment)– ს 32 მილიარდ ნივთზე, 2020 წლის თებერვლიდან ივლისამდე. 2019 წლის იმავე პერიოდში, 1.3 მილიარდი ნაკეთობა იყიდა 28.9 მილიონი ფუნტის ღირებულებით.