გასული დღე-ღამის განმავლობაში გერმანიაში , კორონავირუსს კიდევ 952 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, რაც რეკორდული მაჩვენებელია ქვეყნისთვის პანდემიის დაწყების დროიდან, – შესაბამის მონაცემებს რობერტ კოხის ინსტუტუტი ავრცელებს.
გერმანიაში, პანდემიის დაწყების დროიდან, კოვიდ 19-ის 1 379 238 შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპლთა რიცხვი კი 23 427-ია.
გერმანიაში დღეიდან კარანტინი გამკაცრდა, რომლის ფარგლებში დაიხურა სკოლები და არააუცილებელი ბიზნეს ობიექტები. შეზღუდვები 10 იანვრამდე იმოქმედებს.