კორონავირუსმა ბათუმის ერთ-ერთი კლინიკის ექიმი იმსხვერპლა

ავტორი: ლევან არჩუაძე

ქალაქ ბათუმში, კლინიკა “მედცენტრის” ექიმი კორონავირუსით გარდაიცვალა. ამავე კლინიკის ექიმის, ზვიად ბახტაძის თქმით, 73 წლის პაციენტი, რომელსაც თანმდევი დაავადებებიც აღენიშნებოდა, 14 ნოემბერს მოათავსეს კლინიკაში. მისი მდგომარეობა თავიდანვე მძიმედ იყო შეფასებული.

“პაციენტი ჩვენი კლინიკის ექიმი იყო. მას გულის იშემიური დაავდება აღენიშნებოდა. 73 წლის მამაკაცი რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობდა და სამწუხაროდ, დღეს გარდაიცვალა“ – განაცხადა ექიმმა ზვიად ბახტაძემ ინტერპრესნიუსთან საუბრისას

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი