დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 417 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 128 შემთხვევა, აჭარა – 37, იმერეთი – 71, ქვემო ქართლი – 33, შიდა ქართლი – 32, გურია – 9, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 45, კახეთი – 29, მცხეთა-მთიანეთი – 24, სამცხე-ჯავახეთი – 8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 1.
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 2 795 კვლევა ტესტით, მათ შორის 1 868 კვლევა ანტიგენის ტესტით და 927 PCR ტესტით.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 469 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 220 442-მდე.
ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 31 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 603 პირი ემსხვერპლა.