კორონავირუსის უახლესი სახეობა ბევრად სწრაფად ვრცელდება – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

ავტორი: ლევან არჩუაძე

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ისინი “მჭიდრო კავშირში” არიან დიდ ბრიტანეთთან, კორონავირუსის ახალი ვარიანტის გაჩენის გამო.

“ჯანმოს” ცნობით, ახალი კორონავირუსი ბევრად უფრო სწრაფად ვრცელდება, მაგრამ საბედნიეროდ, კოვიდ19-ზე სუსტია.

შექმნილი ვითარების გამო, სამხრეთ-აღმოსავლეთ ინგლისში ახალი, უფრო მკაცრი შეზღუდვები დაწესდა. ამასთან, არ არსებობს იმის მტკიცებულებები, რომ კორონავირუსის ახალი სახეობა ვაქცინებზე სხვაგვარად რეაგირებს.

კორონავირუსის ახალი ვარიანტი ცოტა ხნის წინ, გაერთიანებულ სამეფოში აღმოაჩინეს. ამ მომენტისთვის ვირუსით ინფიცირების 1000-ზე მეტი შემთხვევა ქვეყნის 60-ზე მეტ რეგიონშია დაფიქსირებული

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი