კორონავირუსის სტატისტიკა: 808 ინფიცირებული თბილისში, 107- აჭარაში, იმერეთში – 363

საქართველოში კორონავირუსის ახალი 2 058 შემთხვევა გამოვლინდა. აქედან 808 ინფიცირებული დედაქალაქშია, 107 ინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა აჭარაში, იმერეთში კი covid19 363 პირს დაუდგინდა.

რაც შეეხება სხვა რეგიონებს, ქვემო ქართლი – 150, შიდა ქართლი – 165, გურია – 36, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 183, კახეთი – 131, მცხეთა-მთიანეთი – 62, სამცხე-ჯავახეთი – 38, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 15.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 18 149 კვლევა ტესტით, მათ შორის 11 095 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 054 PCR ტესტით.

საქართველოში ამჟამად მძიმე პაციენტია 847 პირი, მათ შორის, თბილისში – 382, აჭარაში – 75, იმერეთში – 198. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 265 პირი, მათგან თბილისში – 174, აჭარაში – 11, იმერეთში – 30. 754 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ სასტუმროებში, მათ შორის 213 – თბილისში, 466 – აჭარაში, 24 – იმერეთში. 5 971 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი