კორონავირუსის სტატისტიკა: 1 588 ინფიცირებული თბილისში, 333 – აჭარაში, იმერეთში – 599

საქართველოში კორონავირუსის ახალი 3 907 შემთხვევა გამოვლინდა. აქედან 1 588 ინფიცირებული დედაქალაქშია, 333 ინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა აჭარაში, იმერეთში კი covid19 599 პირს დაუდგინდა.

რაც შეეხება სხვა რეგიონებს, ქვემო ქართლი-263, შიდა ქართლი-263, გურია-114, სამეგრელო – ზემო სვანეთი-299, კახეთი-243, მცხეთა-მთიანეთი-83, სამცხე-ჯავახეთი-94, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი-28.

24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 18 907 კვლევა ტესტით, მათ შორის 11 064 კვლევა ანტიგენის სწრაფი ტესტით და 7 843 PCR ტესტით.

საქართველოში ამჟამად მძიმე პაციენტია 1 165 პირი, მათ შორის, თბილისში-529, აჭარაში-151, იმერეთში-267. მძიმე პაციენტებიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 442 პირი, მათგან თბილისში-209, აჭარაში-54, იმერეთში-59. 3 227 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურსასტუმროებში, მათ შორის 1 111-თბილისში, 1 506-აჭარაში, 307-იმერეთში. 20 951 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი