კორონავირუსის სტატისტიკა : 1 293 შემთხვევა თბილისში, 475 აჭარაში, 793 იმერეთში დაფიქსირდა

ავტორი: თიკო ნოდია

ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსის 3801 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 1 293 თბილისში, 475 აჭარაში, ხოლო 793 იმერეთში დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაცია უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გაავრცელა.

” გამოვლენილი ინფიცირების 3 801 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით:
თბილისში გამოვლენილია 1 293 შემთხვევა,
აჭარა-475,
იმერეთი-793,
ქვემო ქართლი-270,
შიდა ქართლი-232,
გურია-80,
სამეგრელო-ზემო სვანეთი-371,
კახეთი-129,
მცხეთა-მთიანეთი-70,
სამცხე-ჯავახეთი-62,
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი-26.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 18 759 მათ შორის, 6 165 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში-2 728, აჭარაში-1 000, იმერეთში-1 215. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 986 პირი, მათ შორის, თბილისში-461, აჭარაში- 155, იმერეთში-219. მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 452 პირი, მათგან თბილისში-188, აჭარაში-139, იმერეთში-42. ” – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

კორონავირუსის პანდემიის გამო გასატარებელი დამატებითი შეზღუდვების შესახებ საზოგადოებისთვის დღეს გახდება ცნობილი.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი