კორონავირუსის სტატისტიკა : 1504 შემთხვევა თბილისში, 576 – აჭარაში, 212 – იმერეთში დაფიქსირდა

ავტორი: თიკო ნოდია

საქართველოში დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 3128 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 1504 შემთხვევა თბილისში, 576 – აჭარაში, 212 – იმერეთში დაფიქსირდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ განაცხადა.

“დღეს გამოვლენილი ინფიცირების 3 128 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით:
თბილისში გამოვლენილია 1 504 შემთხვევა,
აჭარა – 576,
იმერეთი – 212,
ქვემო ქართლი – 129,
შიდა ქართლი – 101,
გურია – 87,
სამეგრელო – ზემო სვანეთი – 189,
კახეთი – 116,
მცხეთა-მთიანეთი – 105,
სამცხე-ჯავახეთი – 97,
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 12.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 18 526. მათ შორის, 6 192 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 734, აჭარაში – 1 036, იმერეთში – 1 239. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 932 პირი, მათ შორის, თბილისში – 457, აჭარაში – 154, იმერეთში – 206. მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 413 პირი, მათგან თბილისში – 203, აჭარაში – 108, იმერეთში – 41. 3 739 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის 1 146 – თბილისში, 2 013 – აჭარაში, 262 – იმერეთში. 8 595 პირი ვირუსის მკურნალობს კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 2 102 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 435, აჭარაში -1 077, ხოლო იმერეთში -33.“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი