საქართველოში კორონავირუსის ახალი 3 768 შემთხვევა გამოვლინდა. აქედან 1 443 ინფიცირებული დედაქალაქშია, 676 ინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა აჭარაში, იმერეთში კი covid19 541 პირს დაუდგინდა.
რაც შეეხება სხვა რეგიონებს, ქვემო ქართლში – 183, შიდა ქართლში – 165, გურიაში – 52, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 363, კახეთში – 130, მცხეთა-მთიანეთში – 96, სამცხე-ჯავახეთში – 95, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 24.
საქართველოში ამჟამად 838 მძიმე პაციენტია. თბილისში – 420, აჭარაში – 135, იმერეთში – 169. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 410 პირი, მათგან თბილისში – 202, აჭარაში – 118, იმერეთში – 26. 3 411 ადამიანი მოთავსებულია კოვიდსასტუმროში, მათ შორის 1 123 – თბილისში, 1 646 – აჭარაში, 336 – იმერეთში. ბინაზე მკურნალობის კურსს 8 718 პირი გადის.