კორონავირუსის განაწილება: 257 შემთხვევა თბილისში, 68 აჭარაში, 55 კი იმერეთში დაფიქსირდა

ავტორი: თიკო ნოდია

დღეს, კორონავირუსის 538 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 257 შემთხვევა თბილისში, 68 აჭარაში, 55 კი იმერეთში დაფიქსირდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 4 769 კვლევა ტესტით, მათ შორის 1 955 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 814 PCR ტესტით.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 538 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 257 შემთხვევა,
აჭარა – 68, იმერეთი – 55,
ქვემო ქართლი – 29,
შიდა ქართლი – 16,
გურია – 14,
სამეგრელო – ზემო სვანეთი – 34,
კახეთი – 36, მცხეთა-მთიანეთი – 19,
სამცხე-ჯავახეთი – 8,
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 2.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 13 386, საიდანაც, 5 624 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 608, აჭარაში – 508, იმერეთში – 1 092. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 019 პირი, მათ შორის, თბილისში – 512, აჭარაში – 100, იმერეთში – 216.”,- აღნიშნა სიჭინავამ.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი