კორონავირუსის განაწილება: 333 შემთხვევა თბილისში, 84 – აჭარაში, 111 კი – იმერეთში დაფიქსირდა

ავტორი: თიკო ნოდია

დღეს, კორონავირუსის 824 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 333 – თბილისში, 84 – აჭარაში, 111 კი – იმერეთში დაფიქსირდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 4 811 კვლევა ტესტით, მათ შორის 2 480 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 331 PCR ტესტით.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 824 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 333 შემთხვევა,
აჭარა – 84,
იმერეთი – 111,
ქვემო ქართლი – 67,
შიდა ქართლი – 78,
გურია – 23,
სამეგრელო – ზემო სვანეთი – 41,
კახეთი – 35, მცხეთა-მთიანეთი – 35,
სამცხე-ჯავახეთი – 17,
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 0.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 22 628, საიდანაც, 6 627 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 903, აჭარაში – 747, იმერეთში – 1 347. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 094 პირი, მათ შორის, თბილისში – 526, აჭარაში – 133, იმერეთში – 236. მძიმე პაციენტებიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 430 პირი, მათგან თბილისში – 219, აჭარაში – 40, იმერეთში – 63. 1 824 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 690 – თბილისში, 800- აჭარაში, 123 – იმერეთში. 14 177 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.” – აღნიშნა ბერდია სიჭინავამ.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი