კორონავირუსის განაწილება: 2067 შემთხვევა თბილისში, 331 – აჭარაში, 708 კი იმერეთში დაფიქსირდა

ავტორი: თიკო ნოდია

დღეს, კორონავირუსით 4570 ადამაინი დაინფიცირდა, აქედან 2067 შემთხვევა თბილისში, 331 – აჭარაში, 708 კი იმერეთში დაფიქსირდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 19 636 კვლევა ტესტით, მათ შორის 11 718 კვლევა ანტიგენის სწრაფი ტესტით და 7 918 PCR ტესტით.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 570 ახალი შემთხვევიდან,
თბილისში გამოვლენილია 2 067 შემთხვევა,
აჭარა-331,
იმერეთი-708,
ქვემო ქართლი-352,
შიდა ქართლი-214,
გურია-72,
სამეგრელო – ზემო სვანეთი-325,
კახეთი-272, მცხეთა-მთიანეთი-133,
სამცხე-ჯავახეთი-75,
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი-21.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 28 938, საიდანაც, 6 918 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში-3 017, აჭარაში-991, იმერეთში-1 357. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 130 პირი, მათ შორის, თბილისში-515, აჭარაში -155, იმერეთში-259. მძიმე პაციენტებიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 453 პირი, მათგან თბილისში-205, აჭარაში-54, იმერეთში-77.”, – აღნიშნა ბერდია სიჭინავამ.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი