კორონავირუსის განაწილება: 961 შემთხვევა თბილისში, 125 აჭარაში, ხოლო 420 იმერეთში დაფიქსირდა

ავტორი: თიკო ნოდია

დღეს კორონავირუსის 2316 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 961 თბილისში, 125 აჭარაში, ხოლო 420 იმერეთში დაფიქსირდა.
ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 14 511 კვლევა ტესტით, მათ შორის 9 300 კვლევა ანტიგენის ტესტით და 5 211 PCR ტესტით.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 316 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 961 შემთხვევა,
აჭარა – 125,
იმერეთი – 420,
ქვემო ქართლი – 142,
შიდა ქართლი – 154,
გურია – 40,
სამეგრელო – ზემო სვანეთი – 201,
კახეთი – 185,
მცხეთა-მთიანეთი – 57,
სამცხე-ჯავახეთი – 16,
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 15.”,- განაცხადა სიჭინავამ.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი