კორონავირუსისგან 5 ჩვილი გამოჯანმრთელდა

ავტორი: თიკო ნოდია

კლინიკა ,,ბომონდში” კორონავირუსისგან 5 ჩვილი გამოჯანმრთელდა.

კლინიკური მენეჯერის, მამია ყიფიანის თქმით, ჩვილები კლინიკაში სამეგრელოდან, თერჯოლიდან, ზესტაფონიდან და ქუთაისიდან შეიყვანეს.

ამ დროისთვის კლინიკაში ერთი 25 დღის კოვიდინფიცირებული ჩვილი რჩება. ის სტაციონარში ცხელებით შეიყვანეს.

კლინიკაში კიდევ ხუთი მცირეწლოვანის ლაბორატორიული კვლევის შედეგს ელოდებიან.

გამოჯანმრთელებულ ჩვილებს შორის ყველაზე უმცროსი 16 დღისაა.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი