კორონავირუსისგან საქართველოში ბოლო 24 საათში 4 301 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 133 511-მდე. საქართველოში კორონავირუსის 4 321 ახალი შემთხვევიდან 1 615 – თბილისში, 491- აჭარაში, 564- იმერეთში დაფიქსირდა.
უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 42 ახალი შემთხვევა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 1 504 გარდაცვალების შემთხვევა.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 51 296 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 18 799 პირი, აჭარაში – 11 495, იმერეთში – 5 316.
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათის განმავლობაში ჩატარდა 14 396 ტესტი, აქედან 5 816 ანტიგენი და 8 580 PCR.