კორონავირუსით კიდევ 20 პაციენტი გარდაიცვალა

ავტორი: neopress.ge

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 20 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გაავრცელა. მისი თქმით, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით  14 839 ტესტი ჩატარდა. შედეგად, ვირუსით ინფიცირების 1 800 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 489 პირი გამოჯანმრთელდა.

„დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 800 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 735 შემთხვევა, აჭარა – 119, იმერეთი – 331, ქვემო ქართლი – 128, შიდა ქართლი – 103, გურია – 43, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 151, კახეთი – 116, მცხეთა-მთიანეთი -22, სამცხე-ჯავახეთი – 35, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 17.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 7 911, საიდანაც, 3 901 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 921, აჭარაში – 359, იმერეთში – 731. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 863 პირი, მათ შორის, თბილისში – 364, აჭარაში – 92, იმერეთში – 213. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 279 პირი, მათგან თბილისში – 171, აჭარაში – 18, იმერეთში – 34. 765 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 211 – თბილისში, 455 – აჭარაში, 26 – იმერეთში. 3 245 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 484 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 154, აჭარაში – 45, ხოლო იმერეთში – 64.

სულ 6 ოქტომბრიდან – 5 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინო სივრცეებში გადაყვანილია – 21 235 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 24 279 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 14 703 პირი, აჭარაში – 1 958, იმერეთში – 2 497”, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი