„ეტყობა წესებს არ ვიცავთ ყველაფერს ისე, როგორც საჭიროა და ამიტომ მოხდა ასეთი დრამატული ზრდა” – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ განაცხადა.
მარინა ენდელაძე მოსახლეობას მოუწოდებს, რომ საკუთარ თავს, ოჯახებ, ექიმებსა და სახელმწიფოს გაუფრთხილდნენ.
„რისი ბრალია? მოსახლეობის, ჩვენი ბრალია. ეტყობა არ ვიცავთ ყველაფერს ისე, როგორც საჭიროა და ამიტომ მოხდა ასეთი დრამატული ზრდა. სულ ერთსა და იმავეს ვამბობთ, მაგრამ რაღაცნაირად უნდა გაითავისოს მოსახლეობამ, რომ დაიცვას რეგულაციები. დღეს მითხრეს, რომ პაციენტი, რომელიც იყო ინფიცირებული, სამარშრუტო ტაქსიში იჯდა. ეს უკვე ყველა ზღვარს სცილდება“, – განაცხადა ენდელაძემ.