კორონავირუსით ბოლო 24 საათში 34 ადამიანი გარდაიცვალა

ავტორი: neopress.ge

„სამწუხაროდ, უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 34 ახალი შემთხვევა, ჯამში კი ქვეყანაში აღნიშნული ვირუსით 1085 ადამიანია გარდაცვლილი“, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე ინფორმაციით, ბოლო 24 საათში 3071 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.  დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა კი 114 889-ს შეადგენს.

“დღევანდელი მონაცემებით, გამოჯანმრთელებულ ადამიანთა რაოდენობა აჭარბებს ინფიცირებულები პირების რიცხვს. ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 3 366 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 95 581-მდე” – აღნიშნა ბერდია სიჭინავამ.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი