კონგრესში შეჭრის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა

ავტორი: თიკო ნოდია

ვაშინგტონის პოლიციის ცნობით, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში შეჭრისა და არეულობის შედეგად, ოთხი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

კონგრესში შეჭრის შედეგად, პოლიციის სულ მცირე 14 ოფიცერი დაშავდა. 52-ზე მეტი პირი სამართალდამცველებმა დააკავეს. 47 მათგანი კომენდანტის საათის დარღვევის გამო იქნა დაპატიმრებული. დაკავებულთა შორის რამდენიმეს ბრალად ედება იარაღის უკანონო ტარება.

გარდაცვლილებს შორისაა ერთი ქალი, რომეკიც კაპიტოლიუმის შენობაში მომხდარმა სროლამ იმსხვერპლა.

კონგრესმა შეტაკებიდან რამდენიმე საათში სხდომა განაახლა.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი