“ეპიდემიის პირველი ტალღის დაწყებისთანავე, ფინანსთა სამინისტროსთან ერთად დავიწყეთ მუშაობა ისეთ სერიოზულ რეფორმაზე და ნაბიჯზე, როგორიცაა დღგ-ს ავტომატური დაბრუნება, რომელიც ვერც ერთმა მთავრობამ ვერც ერთ პერიოდში ვერ განახორციელა” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, აქამდე კერძო კომპანიებს დღგ–ს დაბრუნებისთვის მოთხოვნის წარდგენა სჭირდებოდათ, ახლა კი ეს ავტომატურად მოხდება.
“დაახლოებით 150 000 კომპანიას დღგ-ს დაბრუნება მომენტალურად ავტომატურად შეეძლება, რაც ნიშნავს იმას რომ ყოველწლიურად დაახლოებით 1 მილიარდი ლარი ყველანაირი პრობლემების გარეშე მომენტალურად დაუბრუნდება ჩვენს ბიზნესს. ეს ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ბერკეტია ეკონომიკური კრიზისის დაძლევით მიმართულებით” – განაცხადა გახარიამ.