“კოვიდ19–ის რუსულმა ვაქცინამ 95%–ზე მეტი ეფექტურობა აჩვენა” – რუსული მედია

ავტორი: ლევან არჩუაძე

რუსული მედიის მტკიცებით, კოვიდ 19–ის საწინააღმდეგო ვაქცინა “სპუტნიკ V”–ზე ჩატარებულმა კვლევებმა პირველი ინექციიდან 28 დღის შემდეგ 91.4%, 42–ე დღეს კი – 95%–ზე მეტი ეფექტურობა აჩვენა.

აღნიშნული ინფორმაცია გაავრცელა BBC-მაც, რომელიც წერს, რომ ანალიზი ეფუძნება კლინიკურ ცდებში მონაწილე 18 794 კოვიდინფიცირებულიდან მიღებულ მონაცემებს, რომლებსაც “სპუტინიკის” პირველი და მეორე დოზა ან “პლაცებო” გაუკეთეს.

რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ გამალეიას კვლევითი ინსტიტუტის მიერ შექმნილი პოტენციური ვაქცინა “სპუტნიკ V” მიმდინარე წლის აგვისტოში დაამტკიცა.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი