“კოვიდ–19–სგან გამოჯანმრთელებულმა ადამიანმა მაინც უნდა დაიცვას სოციალური დისტანცია და ატაროს ნიღაბი” – ზახაშვილი

“კოვიდ–19-ისგან გამოჯანმრთელებულმა ადამიანმა მაინც უნდა დაიცვას სოციალური დისტანცია და ატაროს ნიღაბი” – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხათუნა ზახაშვილმა განაცხადა.

ზახალაშვლი ხსნის, რომ კორონავირუსით რამდენჯერმე დაავადება შესაძლებელია და მსოფლიოში არაერთი თავიდან ინფიცირების შემთხვევაა დაფიქსირებული.

“შესაძლოა, ჩვენი ცხოვრების განმავლობაში რამდენჯერმე შევხვდეთ მუტირებულ ვირუსს.” – განაცხადა ზახალაშვილმა.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის 3,218 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი