„კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ღონისძიებების ეფექტიანობის მხრივ საქართველო 183 ქვეყანას შორის პირველ ათეულშია

ავტორი: ნანა წულაია

ოქსფორდის უნივერსიტეტის განახლებული მონაცემებით, „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ღონისძიებების ეფექტიანობის მხრივ საქართველო 183 ქვეყანას შორის პირველ ათეულშია. ამის შესახებ ინფორმაციას ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრი ავრცელებს.

ცენტრის ცნობით, ინგლისის ოქსფორდის უნივერსიტეტი, განახლებულ მონაცემებს ქვეყნების რეიტინგს „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო სამთავრობო საპასუხო ღონისძიებების ეფექტიანობის თაობაზე, ყოველდღიურად აქვეყნებს.

„შეფასება კომპლექსურია და ეფუძნება სულ 19 ინდიკატორს, რომლებიც შეიძლება დაჯგუფდეს: სამთავრობო პოლიტიკის, ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკისა (მათ შორის მოქალაქეთა შემოსავლებზე ზრუნვა და სხვა) და უშუალოდ ჯანდაცვის სისტემის პოლიტიკის ინდიკატორებად (ტესტირება, პაციენტთა ნაკადების მართვა, ვაქცინაცია და სხვა).

ა.წ. 15 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს 183 ქვეყანას შორის უკავია მე-10-11 ადგილი (საბერძნეთთან ერთად) და ევროპის და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებიდან ჩვენზე წინ არიან მხოლოდ გერმანია, ირლანდია და იტალია“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი